Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ნარკვევები

 24/12/2025

2025 წლის 20-21 თებერვალს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ჩატარდა ცნობილი მეცნიერის, ხელოვნებათმცოდნის, ქართული კულტურის მოამაგის, 1976-1991 წლებში ხელოვნების მუზეუმის დირექტორ თამაზ სანიკიძის დაბადების საიუბილეო თარიღის 90 წლის თავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია. მის გახსნამდე მუზეუმის საკონფერენციო დარბაზს მიენიჭა თამაზ სანიკიძის სახელი. ხელოვნების მუზეუმის ჟურნალ ნარკვევების მორიგ – II (XII) ნომერში უმეტესად გამოქვეყნდა საიუბილეო სესიაზე წაკითხულ მოხსენებათა შინაარსები. თუმცა, სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მომხსენებელთა გარდა, ახალგაზრდა მკვლევრებსაც მიეცათ საშუალება, რათა მუზეუმის მრავალფეროვანი საფონდო მასალის შესახებ თავიანთი პირველი ნაშრომებით წარმდგარიყვნენ მკითხველის წინაშე. სასიხარულოა, რომ სამეცნიერო ჟურნალი ნარკვევები ახლა უკვე ყოველწლიურად გამოიცემა, რაც ხელოვნების მუზეუმის დამაარსებელთა-დიმიტრი შევარდნაძისა და შალვა ამირანაშვილის, ასევე მათს თანამოღვაწეთა მრავალი წლის ოცნება იყო.

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი

ნიკა ახალბედაშვილი

ფაილის ჩამოტვირთვა