Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ნარკვევები

 24/12/2025

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ყოველწლიური ჟურნალი ნარკვევები გამოიცემოდა 1995-2005 წლებში, რითაც აღსრულდა ხელოვნების მუზეუმის დაარსების მოამაგეთა - დიმიტრი შევარდნაძისა და შალვა ამირანაშვილის, ასევე მათს თანამოღვაწეთა არაერთწლიანი ოცნება. მასში იბეჭდებოდა მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელთა სტატიები; მუზეუმის ხელნაწერთა მემუარულ ფონდში დაცული საარქივო მასალაღვაწლმოსილ მეცნიერთა გამოუქვეყნებელი ნაშრომები და საქართველოში სახელოვნებათმცოდნეო დარგის დამკვიდრება -განვითარების ამსახავი ისტორიული დოკუმენტები.

2005 წელს ახალი ინსტიტუციის მუზეუმთა გაერთიანების/ეროვნული მუზეუმის შექმნის შემდგომ ნარკვევების გამოცემა შეწყდა. სიმბოლურია, რომ მისი აღდგენა უკავშირდება ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, 1952-1975 წლებში ხელოვნების მუზეუმის დირექტორის, შალვა ამირანაშვილის (1899-1975) ნათელ ხსოვნას. ამ ჟურნალის I(XI) ნომერში იბეჭდება 2024 წლის 26-27 მარტს ხელოვნების მუზეუმში ჩატარებულ აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის დაბადების 125 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ წაკითხული მოხსენებები.

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი 

ნიკა ახალბედაშვილი

ფაილის ჩამოტვირთვა