პუბლიკაციები
კაჟის ბუნებრივი გამოსავლები მდინარე ყვირილას აუზში
19/05/2025
კაჟის ბუნებრივი გამოსავლები მდინარე ყვირილას აუზში და ადამიანის მიერ მათი
გამოყენება პალეოლითურ ხანაში (იმერეთი, დასავლეთ საქართველო) - FR-21-17285
საქართველოს ერვონული მუზეუმი
მიმდინარე პროექტის (SRNSFG#FR-21-17285) ფარგლებში, საველე-სადაზვერვო
სამუშაოებისას შევისწავლეთ კაჟის 73 ბუნებრივი გამოსავალი (სურ.1). დადგინდა, რომ
ყვირილას აუზის კაჟები უკავშირდება ქვედაცარცულ (ბარემულ-ჰოტრივული) კირქვებს,
ზედაცარცულ (ტურონ-კონიაკური და სანტონ-კამპანური) კარბონატულ ქანებს, შუამიოცენურ
კონგლომერატებსა და მეოთხეულ ალუვიურ-დელუვიურ-კოლუვიურ ნალექებს. შეგროვებული
გეოლოგიური ნიმუშების მიკრო და მაკროსკოპული შესწავლის შედეგად გამოვლინდა კაჟის 4
ოჯახი და 15 ტიპი (მიკროფაციესი); შემოისაზღვრა მათი გეოგრაფიული და სტრატიგრაფიული
განაწილება და განისაზღვრა გამოსავლის ტიპები. კაჟის ტიპები შედარდა 140 ათასი წლით
დათარიღებული ჯრუჭულას მღვიმის პირველი ფენის არტეფაქტებს, სადაც კაჟის 21
განსხვავებული ტიპი გამოვლინდა. არქეოლოგიურ კოლექციაში წარმოდგენილი კაჟის ტიპების
მხოლოდ ნაწილი შეესაბამება კაჟის იმ ბუნებრივ გამოსავლებს, რომელიც რეგიონის ფარგლებში
დაფიქსირდა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქვის ხანის ფონდში შეიქმნა კაჟის პირველი
ლითოთეკა, კაჟის ნიმუშების მონაცემთა ბაზა, ატლასი და ყვირილას აუზის კაჟის ნედლი
მასალის გავრცელების რუკა. კაჟის პეტროარქეოლოგიური მეთოდის დანერგვა საქართველოში
პალეოლითის კვლევის პირველი მცდელობაა. სამხრეთ კავკასია შეუერთდა კაჟის მონაცემთა
საერთაშორისო ბაზას: PCR «Réseaux de lithothèques» et du GDR « Silex».




