პუბლიკაციები
"იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი
14/02/2024
გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი - რედ. - გელა გამყრელიძე) მორიგი მე-18 ნომერი. 2024წ.
ჟურნალში განხილულია ინფორმაცია არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ და ძველი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიის სადისკუსიო საკითხები. მასში წარმოდგენილია შემდეგი სტატიები: აფხაზეთის, ქრისტიანობის პირველი საუკუნეების სამარხეული ძეგლები; საქართველოს ,,ზოომორფულყურიანი“ ბრინჯაოს სიტულები, თასები და ქვაბები; ქართლის (იბერიის) სამეფოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ახ.წ. I-IV სს-ის მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის საკითხისთვის; საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი კოროპლასტიკის ნიმუშები (ძვ.წ. V - ახ.წ. IV სს); ბორის კუფტინის მიერ ანტიკური ხანის ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა; ქვემო გოსტიბეს სამაროვნის ფერადლითონწარმოების ნიმუშების ტექნოლოგიური კვლევა; ვერცხლის სურები იბერიის დიდგვაროვანთა სამარხებიდან (ახ.წ. I - IV სს); კიდევ ერთხელ რომაული პერიოდის ბრინჯაოს ნაწარმის ტექნოლოგიის შესახებ; ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ. რეცენზიები ახალ ნაშრომებზე; აქვეა სტატიები ინგლისურ ენაზე.
ჟურნალის სრული ვერსია გადაიწერეთ: