Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share

დოღლაურის სამაროვანი ძვ.წ. XV-VIII საუკუნეები. კატალოგი. 2023 წ. თბილისი.

 08/06/2023

დოღლაურის სამაროვანი ძვ.წ. XV-VIII საუკუნეები. კატალოგი. 2023 წ. თბილისი.

დოღლაურის სამაროვანი საქართველოსა და კავკასიაში გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური ობიექტია. დოღლაურის სამაროვნის ამ პერიოდის სამარხების კვლევა და იქ გამოვლენილი მდიდარი და მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალის შესწავლა საშუალებას იძლევა დაისვას და გადაიჭრას გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კავკასიის არქეოლოგიურ კულტურებთან დაკავშირებული მთელი რიგი აქტუალური პრობლემებისა. დოღლაურის სამაროვანზე არქეოლოგიურად გათხრილი და შესწავლილია ბრინჯაოს ხანის 500-მდე სამარხი, რომელთა უმეტესობა ძვ.წ. XV-VIII საუკუნეებს განეკუთვნება. კატალოგი აერთიანებს დოღალურის სამაროვანზე გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამარხებში აღმოჩენილ მრავალფეროვან არქეოლოგიურ მასალას. კატალოგი მომზადდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დედოფლის მინდვრის ფონდში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების პროექტის ,,დოღლაურის სამაროვანი გვიანდელი ბრინჯაო - ადრეული რკინის ხანის კავკასიის არქეოლოგიურ კულტურათა კონტექსტში“ ფარგლებში.

იხილეთ ბმული

https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/448311?mode=simple