პუბლიკაციები
ჟურნალი "იბერია-კოლხეთი", მე-17 ნომერი. 2023წ.
05/06/2023
გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი - რედ. - გელა გამყრელიძე) მორიგი მე-17 ნომერი. 2023წ.
ჟურნალში განხილულია ინფორმაცია არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ და ძველი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიის სადისკუსიო საკითხები. მასში წარმოდგენილია შემდეგი სტატიები: ვანის ნაქალაქარსა და მის შემოგარენში გამოვლენილი განძები; საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ლითონის ფარაკიანი ბეჭდების ტოპოგრაფია და არქეოლოგიური კონტექსტი; ხცისის ანტიკური ხანის სამარხი; სამგლოვიარო გვირგვინის ფურცლები ურბნისიდან; საქორწინო ბეჭდები ხელის ჩამორთმევის გამოსახულებით (საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან); საქართველოში აღმოჩენილი ე.წ. ბერძნულ-სპარსული ტიპის საბეჭდავები საბრძოლო სიუჟეტებით; წინარეანტიკური ხანის ძვირფასი ლითონის წარმოებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური დეტალები; სხივანა საყურე; სენაკის მუნიციპალიტეტის პრეისტორიული და კლასიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები; არქეოლოგიური გათხრები სვერის ციხეზე; ქვის საკურთხეველი სოფ. ტკოციდან; კონტაქტები პტოლემაიოსების ეგვიპტესა და ქართლის სამეფოს შორის: ეგვიპტური ნაწარმი დედოფლის გორის სასახლეში. რეცენზიები ახალ ნაშრომებზე; აქვეა სტატიები ინგლისურ ენაზე.
ჟურნალის სრული ვერსია იხილეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე და გადაიწერეთ:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/447329
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/13523?locale=ka
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/447329
https://www.academia.edu/102744817/Journal_IBERIA_COLCHIS_17