პუბლიკაციები
სამაჯურები და საკისრე რკალები ანტიკურ საქართველოში. ძვ.წ. V-I საუკუნეები
30/09/2020
საქართველოში უხვად მოპოვებულმა არქეოლოგიურმა მასალამ დღის წესრიგში დააყენა ანტიკური ხანის ძეგების დანაწევრებული ქრონოლოგიის დადგენის აუცილებლობა. საიმედო ქრონოლიგია კი, თავის მხრივ, წარმოადგენს აუცილებელ პირობას სხვადასხვა ისტორიულ-არქეოლოგიური განზოგადებებისათვის. წინამდებარე ნაშრომის ძირითად მიზანს შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ადრეანტიკური და ელინისტური ხანის სამაჯურებისა და საკისრე რკალების დანაწევრებული ქრონოლოგიის შემუშავება. კვლევის ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონი საშუალებას იძლევა დადგინდეს შინაგანი კავშირები სამკაულის ცალკეულ ტიპებს შორის, ტრადიციების ცვალებადობა და, რაც მთავარია, ახალი მონაცემების შუქზე მოხერხდეს მთელი რიგი ძეგლების ქრონოლოგიის დაზუსტება.
ნაშრომი განკუთვნილია ქართულენოვანი მკითხველისათვის და წარმოადგენს 2003 წელს გამოქვეყნებული მონოგრაფიის «Браслеты и гривны Гузии» ავტორისეულ, შევსებულ და კორექტირებულ ვარიანტს.
რედაქტორი: იულონ გაგოშიძე




