პუბლიკაციები
იბერია-კოლხეთი #16
04/05/2023
გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) მორიგი მე-16 ნომერი. 2021წ. (რედ. - გელა გამყრელიძე).
ჟურნალში განხილულია ინფორმაცია არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ და ძველი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიის სადისკუსიო საკითხები. მასში წარმოდგენილია შემდეგი სტატიები: ს.-პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟში დაცული არქეოლოგიური კოლექციები საქართველოდან; დიდი მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის საგანძური; "ბერნის ჯგუფის" სკარაბეოიდის ფორმის საბეჭდავები ნასტაგისის სამაროვნიდან; სვეტიცხოვლის ტაძრის გალავნის დასავლეთ კედელთან წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები; ადრეული შუა საუკუნეების კერამიკა ყვირილის ხეობიდან (მოდინახეს სამაროვნის მიხედვით); ბიზანტიური ტიპის საქორწინო ბეჭდები ქვემო ალევის სამაროვნიდან; სამაჯურები საქართველოში (ძვ.წ. VIII - ახ.წ. VII სს.); კოლხური თიხის ჭურჭელი და ამფორები (ძვ.წ. VII - ახ.წ. V სს-ის); დიონისეს კულტი კავკასიაში (ძვ.წ. IV - ახ.წ. IV სს.); ცხოველთა ერთი ჯგუფის გამოსახულებები სასანურ გლიპტიკაში. რეცენზია ახალ ნაშრომზე და სტატიები ინგლისურ ენაზე.
ჟურნალის სრული ვერსია იხილეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე და ჩამოტვირთეთ: