პუბლიკაციები
სტატია: ნეოლითური ხანის მკვლევარი
15/12/2020
მუზეუმის მეგობარი > ნათია ხულუზაური
საქართველოს ეროვნული მუზეუმის რიგებში არაერთი გამორჩეული მეცნიერი და ადამიანია. გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორი, პროფესორი სვენდ ჰანსენი საქართველოში პირველად 2004 წელს ჩამოვიდა. შეიძლება ითქვას, რომ ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის როგორც ინსტიტუციის ჩამოყალიბების პროცესის ერთ-ერთი მონაწილეა. ჩვენი ჟურნალის საიუბილეო ნომერში სწორედ მასთან გადავწყვიტეთ ინტერვიუს ჩაწერა.




