პუბლიკაციები
სტატია: ლეო გაბუნია
15/12/2020
ბიოგრაფიული პორტრეტები > დავით ლორთქიფანიძე
ადამიანი აღორძინების ხანიდან – ეს სიტყვები თანამედროვე ქართველებიდან, ალბათ, ყველაზე მეტად აკადემიკოს ლეო გაბუნიას შეესაბამება. იგი გახლდათ ფართო სპექტრის ინტერდისციპლინარული განათლებისა და ენციკლოპედიური ცოდნის მქონე პიროვნება. მიუხედავად გამორჩეული მუსიკალური ნიჭისა და, ზოგადად, ხელოვნების დიდი სიყვარულისა, ბატონმა ლეომ პროფესიად მაინც ფუნდამენტური მეცნიერება აირჩია. გამორჩეულმა ბუნებისმეტყველმა და ნატურალისტმა ახალ ეტაპზე აიყვანა პალეოანთროპოლოგიური ფუნდამენტური კვლევები საქართველოში და საფუძველი ჩაუყარა ხერხემლიანთა პალეონტოლოგიურ კვლევას კავკასიაში.




