Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share

სტატია: ოთარ ჯაფარიძე

 15/12/2020

ბიოგრაფიული პორტრეტები > მიხეილ წერეთელი

 

სამეცნიერო დარგისთვის დიდი ბედნიერებაა ჰყავდეს ისეთი ლიდერი, რომელიც პროფესიული უნარ-ჩვევების გარდა განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით არის დაჯილდოებული. ასეთი პიროვნებები დისციპლინის შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნიან. ქართული ისტორიული მეცნიერების დიდ ოჯახს ბევრი გამორჩეული მოღვაწე ჰყოლია – დიდი მკვლევრები და შესანიშნავი პედაგოგები, საქმისადმი თავდადებული, კეთილშობილი ადამიანები. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს მეცნიერებაში და ასევე, შექმნეს მუშაობის თუ ქცევის კულტურა, და ფასეულობები, რომლებიც აძლიერებს დარგსაც და მთლიანად საზოგადოებასაც. ამგვარი გამორჩეული პიროვნებები იმსახურებენ ეპითეთებს: ლეგენდარული, ღვაწლმოსილი, ამაგდარი... ასეთი იყო არქეოლოგი ოთარ ჯაფარიძე.