Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

 10/02/2012

საქართველოს მუზეუმი

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 150 ქვეყნის მუზეუმებში ამ დღეს ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვაღონისძიებები ეწყობა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ღირსშესანიშნავ თარიღს და საინტერესო კვირეულს გთავაზობთ.
მუზეუმის კვირეული 18-24 მაისი

17 მაისი 11.00 საათი - ამერიკელი მხატვრის ჯონ უერდმანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.
18 მაისი 13.00 საათი - მუზეუმის მიღწევებისა და ახალი გეგმების პრეზენტაცია - ეროვნული მუზეუმის აუდიტორია. ფურცელაძის ქ.1
18 მაისი 15.00 საათი - მარიონეტების გამოფენა - თბილისის ისტორიის მუზეუმი(ქარვასლა). სიონის ქ. 8.
18 მაისი 17.00 საათი - პროექტის პრეზენტაცია "მოწყენილობის მტვრისა და რღვევისმიღმა - მუზეუმები, როგორც სიცოცხლის მანძილზე სწავლის სივრცეები კულტურათშორისი დიალოგისათვის" - ეროვნული მუზეუმის აუდიტორია. ფურცელაძის ქ.1
18 მაისი 11.00 საათი - ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა - საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. გუდიაშვილის ქ.1
20 მაისი 17.00 საათი - "დუმილი თანხმობის ნიშანია - ლაბორატორია თავი IX", კოტე ჯინჭარაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - თბილისის ისტორიის მუზეუმი(ქარვასლა). სიონის ქ.8
20 მაისი 14.00 საათი- საჯარო ლექცია "21-ე საუკუნის მუზეუმები" - ახალციხის ინსტიტუტი. ქ. ახალციხე, რუსთაველი ქ. 106
22 მაისი 12.00 საათი - საგანმანათლებლო პროგრამა `მულტიკულტურულისაქართველო" - გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ. კუს ტბისგზატკეცილი 1.
23-24 მაისი 12.00 საათი - ხალხური რეწვის დღეები - გ. ჩიტაიას სახელობისეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ. კუს ტბის გზატკეცილი 1.
18 მაისს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში შესვლა უფასოა.