https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მუზეუმის ფესტივალი 2021: ტაკეჰიდე ჰარადას ნამუშევრების გამოფენა

 15/05/2021

სიღნაღის მუზეუმი

18-25 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ეროვნული მუზეუმის ფესტივალს.

18 მაისიდან, სიღნაღის მუზეუმი უმასპინძლებს იაპონელი მხატვარ-ილუსტრატორის ტაკეჰიდე ჰარადას ნამუშევრების გამოფენას.

ტაკეჰიდე ჰარადა 1954 წელს დაიბადა ტოკიოში. 44 წლის განმავლობაში იყო ტოკიოს კინოთეატრის „ივანამი ჰოლი" თანამშრომელი. მისი ინიციატივით, იაპონელმა მაყურებელმა მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე ფილმი იხილა, მათ შორის - ქართულიც. 2018 წელს ხელოვანმა მოაწყო ქართული კინოს ფესტივალი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 1978 წელს ტაკეჰიდე ჰარადა ჩართული იყო გიორგი შენგელაიას ფილმის „ფიროსმანის" იაპონურ პრემიერაში. 24 წლის ასაკში იგი ისე მოიხიბლა ამ ფილმით და იმდენად დაინტერესდა მხატვრის ცხოვრებითა და შემოქმედებით, რომ მას შემდეგ ფიროსმანი არასოდეს გამქრალა მისი შემოქმედებიდან. ჯერ კიდევ კინოინდუსტრიაში მუშაობის პარალელურად, ტაკეჰიდე ჰარადა ქმნიდა ილუსტრაციებს წიგნებისათვის, 2019 წლიდან კი მთლიანად გადაერთო შემოქმედებით საქმიანობაზე.

სიღნაღის მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა მისი შემოქმედების მხოლოდ ერთ, საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილს ასახავს.

გამოფენა იმართება საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით.

გამოფენის ხანგრძლივობა: 18 მაისი-19 ივნისი, 2021
მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შ. რუსთაველის ჩიხი 8

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის. 

#მუზეუმისფესტივალი2021 #MuseumFest2021 #IMD2021  

 

 

 

 

 

https://www.traditionrolex.com/9