Museum - კოლექციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ზღვის ყვითელი მამალი

ანოტაცია:

მაქსიმალური სიგრძე 75 სმ, წონა 6კგ-მდე.

შავ ზღვაში ბინადრობს 10-60მ. სიღრმეზე, ქვიშიანი ფსკერის არეალში. გავრცელებულია შავ ზღვაში კავკასიის, ყირიმის, ბულგარეთის, რუმინეთის სანაპიროებთან. ნაპოვნია აზოვის ზღვაშიც.

შავ ზღვაში იშვიათ თევზად ითვლება. გვხვდება ატლანტიკის ოკეანეში, აფრიკაში, ინდოეთის ოკეანეში, ხმელთაშუა, ადრიატიკის, ეგეოსის და მარმარილოს ზღვებში.სამეურნეო მნიშვნელობა მცირე აქვს, მაგრამ შეფასებულია როგორც მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტი.

ოჯახი: Triglidae Regan, 1913 - ზღვის მამლისებრნი

გვარი: Eutrigla Fraser-Brunner, 1938 

სახეობა: Chelidonichthys lucerna Linnaeus, 1758 (=Trigla lucerna Linnaeus, 1758) - ზღვის ყვითელი მამალი 

მოპოვებულია შავ ზღვაში, ბათუმთან, 1868 წელს

Leg: ნ. ნინუა

Det: ნ. ნინუა

მუზეუმი: საქართველოს მუზეუმი
ფონდი: ბუნების ისტორია
პერიოდი: XIX საუკუნე

ბუნების ისტორია