პალიასტომის ქაშაყი, ღიპა
ანოტაცია: |
სიგრძე 19 სმ-მდეა, ნახევრად გამსვლელი ფორმაა. იკვებება პლანქტონით, ჭიებით, თევზის ქვირითით და წვრილი კიბოსნაირებით.გავრცელებულია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ბათუმიდან ოჩამჩირემდე, ძირითადად გვხვდება ფოთისა და ანაკლიის მიდამოებში. მდინარეებში: რიონი, სუფსა, მალთაყვა, ჭურია. პალიასტომის ტბაში. სარეწაო მნიშვნელობა მცირეა. საქართველოს ენდემია. ოჯახი: Clupeidae Cuvier, 1816 - ქაშაყისებრნი გვარი: Alosa Linck, 1790 - ალოსა სახეობა: Alosa caspia palaestomi Sadowsky, 1934 - პალიასტომის ქაშაყი, ღიპა მოპოვებულია შავ ზღვაში, ფოთთან 6.10.1979 წელს Leg: ნ.ნინუა Det: ნ.ნინუა |
მუზეუმი: | საქართველოს მუზეუმი |
ფონდი: | |
პერიოდი: | XX საუკუნე |