Museum - კოლექციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

კოლექციები

მიმდინარეობს კოლექციების განახლება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში თავმოყრილია მრავალი კოლექცია: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი, პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები და სხვ.

 

ვებ-გვერდზე განთავსებული ფოტოების გამოყენება მუზეუმთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.

 

აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი ანუ დაღესტნური ჯიხვი

ანოტაცია:

სტატუსი: საერთაშორისო წითელ წიგნში (IUCN) შეტანილია კატეგორიით - "მოწყვლადი" (VU) სახეობა, საქართველოს წითელ წიგნში კი (ელ. ვერსია) ფიგურირებს სტატუსით - "საფრთხეში მყოფი" (EN). ჯიხვის ამ სახეობის საცხოვრებელი მნიშვნელოვან ანთროპოგენურ ზეწოლას განიცდის, ნადირს დიდ ზიანს აყენებენ მონადირეები. 

კლასი: MAMMALIA Linnaeus, 1758-ძუძუმწოვრები

რიგი: Artiodactyla Owen, 1848 -წყვილჩლიქოსნები

ოჯახი: Bovidae Gray, 1821-ღრურქიანები

გვარი: Capra Linnaeus, 1758-თხები

სახეობა: Capra cylindricornis Blyth, 1841 - აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი ანუ დაღესტნური ჯიხვი

მოპოვებულია ყაზბეგის მთის მახლობლად 1905 წელს. 

მუზეუმი: საქართველოს მუზეუმი
ფონდი:
პერიოდი: XX საუკუნე