Museum - მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მუზეუმი

Share
2020-11-02

ვანის განახლებული მუზეუმის ექსპოზიცია

ვანის განახლებულ მუზეუმში, მუდმივმოქმედ გამოფენაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით წარმოდგენილია ვანის ნაქალაქარსა და მის შემოგარენში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. 

2020-11-02

მემორანდუმი ეროვნულ მუზეუმსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

2020 წლის 21 ოქტომბერს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის. შეთანხმება მიზნად ისახავს ერთობლივი პროფესიული პროგრამების, კვლევებისა და საზაფხულო პროგრამების მომზადებას ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში. 

2014-07-16

ვანის ნაქალაქარის ინტერდისციპლინარული შესწავლა

2014 წლის 16-18 ივლისს ვანში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მისი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის - გერმანიის პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელიც გულისხმობს ვანის ნაქალაქარის ინტერდისციპლინარული კვლევის ქართულ-გერმანული პროექტის მომზადებას. 

დაგეგმე ვიზიტი 

2020 წლის ბოლომდე ვანის განახლებულ მუზეუმში ვიზიტი უფასოა ყველა მსურველისთვის.  

ვიზიტამდე გაეცანით რეკომენდაციებს

სამუშაო საათები: სამშაბათი-კვირა, 10:00-18:00.   

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები


გარდერობი

დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:

  • პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
  • ქოლგები
  • სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები 
  • მოტოციკლის მუზარადები
  • მუსიკალური ინსტრუმენტები

ხელჩანთების (მაქსიმალური ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე. 

გარდერობი არ იბარებს:

  • ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
  • ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
  • ძვირფას ნივთებს
  • ხელჩანთებს

ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.


რჩევები და წესები

  • ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული,  პასუხისმგებელი პირი
  • აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების  საქციელზე
  • დაუშვებელია: მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
  • ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
  • დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს  ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
  • მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
  • დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
  • ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
  • საბრძოლო იარაღის
  • საკვებისა და სასმელი ბოთლების
  • სახიფათო,  ბასრი, ძალიან მძიმე  და დიდი ზომის ნივთების
  • ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
  • სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
  • ცხოველების

ფოტო და ვიდეო გადაღება

  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად დაუშვებელია
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას

ხელმისაწვდომობა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საზოგადოებრივ სივრცეებს, რომლებიც გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის. 

თუ გაქვთ რაიმე კითხვა შშმ პირთა მომსახურების შესახებ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: + (995 32) 299 80 22
საქართველოს ეროვნული მუზეუმში სტუმრობა უფასოა ყველა შშმ დამთვალიერებლისთვის.   


საკონტაქტო ინფორმაცია     

ვანი, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა 32    

ტელ.: + (995 32) 299 80 22
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge 

 

 

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წლის 17 სექტემბერს გაიხსნა. მისი დაარსების ინიციატორი იყო აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე, რომლის სახელსაც ის დღეს ატარებს. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე. მუზეუმი არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტის მიხედვით აშენდა. ვანის მუზეუმი დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქ ვანის განაპირას არსებულ ბუნებრივ ბორცვზე, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. 

2006 წლიდან ვანის მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებას შეუერთდა.

მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენელი კომპონენტებია: ვანის ნაქალაქარი, ექსპედიციის ბაზა და მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ვანის ნაქალაქარსა და მის შემოგარენში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა. 

ვანის ნაქალაქარი, რომლის ისტორია თითქმის მთლიანად მოიცავს ძვ.წ. I ათასწლეულს, მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია. ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებიდან მოყოლებული ძვ.წ. I საუკუნემდე ვანი კოლხეთის – ოქროს საწმისის ქვეყნის – რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის. ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილია უნიკალური არქეოლოგიური მასალა: არქიტექტურული დეტალები, ოქრომჭედლობის ნიმუშები, ბრინჯაოს ქანდაკებები და მათი ფრაგმენტები, კერამიკის ჭურჭელი და სხვა. 

ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი მასალა ასევე წარმოდგენილია თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ოქროს ფონდში. 

ვანის განახლებული მუზეუმი 

2010-2020 წლებში ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სრული განახლება მიმდინარეობდა. ეროვნული მუზეუმის გუნდის ათწლიანი მუშაობის შემდეგ, ვანის განახლებულმა მუზეუმმა 22 ოქტომბერს ისევ გაუღო კარი დამთვალიერებელს. 

ვანის ახალ მუზეუმში მუდმივმოქმედ გამოფენაზე თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით წარმოდგენილია ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომლებიც „ოქრომრავალი კოლხეთის“ რეალობის ნათელი დასტურია. ამასთანავე, პირველად არის ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ. 

ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აღმოჩენილ ბრინჯაოს ქანდაკებების ნიმუშებთან ერთად, მუზეუმში პირველად იქნება წარმოდგენილი გადამალული განძის სახით აღმოჩენილი ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ჭრაქების უნიკალური ნიმუშები, რომლებიც სატაძრო ინვენტარს წარმოადგენდა და კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძვ. წ. II-I საუკუნეებში ვანის, როგორც სატაძრო ქალაქის მნიშვნელობას. 

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და ასევე, დროებითი საგამოფენო სივრცე. თანამედროვე ინფრასტრუქტურამ საშუალება მოგვცა უახლესი სტანდარტების დაცვით მოგვეწყო ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები (კაფე, მუზეუმის მაღაზია, ღია ვერანდები).

განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში, რომელიც მუზეუმსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებასა და საზოგადოების განათლებას ემსახურება, განახლდება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები” მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით. სიმპოზიუმები მუზეუმის დაარსებიდან რეგულარულად მიმდინარეობდა და ანტიკური ხანის შავიზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს ეძღვნებოდა.

განახლებული მუზეუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ჩვენი ქვეყნის და კულტურის იდენტობისა და თვითშემეცნების საქმეში, ასევე რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში.

მუზეუმის რეაბილიტაცია განახორციელა საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. მუზეუმის პარტნიორია: შელბი ვაითი; ლეონ ლევის ფონდი; თიბისი.

მუზეუმის არქიტექტურული პროექტი და გამოფენის დიზაინი შემუშავდა გერმანული კომპანიის „Ellis Williams Architects“, სცენოგრაფის ლინა ლოპესის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში.

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი - ანა დავარაშვილი, ფერნანდო ხავიერ ურკიხო; National Geographic Magazine საქართველო - ტბელ აბუსერიძე.  

hacklink al dizi film izle film izle yabancı dizi izle fethiye escort bayan escort - vip elit escort erotik film izle hack forum türk ifşa the prepared organik hit cins kediads saldırı botuiqos elektronik sigaravozol elektronik sigaraCasibom Güncel Girişmarsbahisbetturkeyborsa robotu satın alfilm izlehdfilmcehennemiümraniye escortSiyah erkek gömlekbetgit güncel girişBuy Weed Online in CanadaGrandpashabet casinolevantjojobet 952kazı kazan nasıl oynanırmatbetcasibombettiltcasibom girişAsyabahiscasibom girişBetturkeyjojobetmarsbahisholiganbet girişaresbetcasinolevantcasinolevantbets10Jojobetjojobetataşehir masajmatadorbet girişiqos tereaMarsbahis Girişvozolsüperbahis girişgalabetcasibomgrandpashabet casibomcasinomaxisetrabetpiabellacasino adreselektronik sigara fiyatlarıextrabethttps://www.buharkolik.com/https://www.tarotfali.net/blog/numeroloji/süperbahisKabala Büyüsüngsbahisvozol elektronik sigarabaywin betexpersultanbetpiabetwinxbetyouwinbetsmovebetnanobetparkimajbetwinxbetcasibomaresbetmavibetgoldenbahissuperbetinbetsmovebetparkmilanobetparibahisgalabetJojobetmarsbahisCasibom güncel girişotobet twitterdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelersüperbahistipobetmarsbahis güncel girişwinxbetbetmarino girişholiganbetonwin girişCasinolevantCasinolevantJojobetbetriyal girişholiganbetfilm izlejojobet giriş güncelgamdom girişmeritkingdeneme bonusu veren sitelermarsbahismatbetjojobetholiganbetBets10imajbet7slotsBasaribetjojobet girişPendik escort matbetXSlot GirişSahabetjojobetistanbul escortmeritkingcratosslotbetkanyonkralbetbahsegelmarsbahis girişpiabellacasino girişgrandpashabet JojobetJojobetJojobetMeritkingmeritkingpijama takımımeritking girişJojobetCasibomCasibomقیمت ارزهای دیجیتالjojobet girişcasibom giriş günceljojobetjojobet giriş güncelsahabetBets10CasibomdizipalJojobetCasibomxslotcasibommatadorbetpiabellacasino güncelExtrabetgaziantepcasinolevantcasinolevantcasinolevantcasinolevantbahiscombahiscomankara evden eve nakliyatsahabet girişmeritkinggaziantepmarsbahiscasinolevantbetbababetivosultanbet girişbtcbahiscasinomegabetbaba girişdeneme bonusu veren sitelercasino siteleriwinpapelmariobetCasino sitelericasibommeritking girişbets10grandpashabetpornoporno izlesikişSıcak sohbet hatlarıTelefonda sohbetporno filmافلام سكسمقاطع سكسbetturkey girişsahabet girişzbahis girişzbahis güncel girişcasibomholiganbetsuperbetinbetrupimeritkingmarsbahisbetgit giriş jojobetsultanbeyli çekicicasibomcasibombetvolesekabetsetrabet girişsetrabet girişmeritking girişescortsakarya.netcasino siteleritarafbet12bet no1bahiscomcasibomxslot girişholiganbet girişcasibom girişbetgit girişsekabetmatbetTaraftarium24betxwinCasibom Güncel Girişsahabet girişmatadorbetmatadorbet girişultrabet twitterbetsatbetboongsbahisbahiscompusulabetbetmoonbetboovdcasinoceltabetdeneme bonusu veren sitelerbetebetcasinoplus girişmatbet girişbahsegelultrabet güncel girişultrabetBetturkeyporno gratismeritkingcasibomhazbetelexbetbettiltcasibomextrabetelektronik sigaracratosslotlunabetjojobetmarsbahis girişsekabet girişcasibomcasibom güncel girişultrabetotobetimajbetcanlı bahiscasibomultrabetpusulabetbahiscomhitbetcasibomholiganbetmarsbahismatbetjojobettipobetmarsbahisonwinsahabetsekabetpiabellacasinodinamobetbetebetdinamobetmeritkingvaycasinoholiganbettimebetsawcasibomgrandpashabetmatadorbetimajbetbetciobetcio girişmarsbahismarsbahisnakitbahisbreckie hill leakankara su kaçağı tespiticasibompusulabetücretsiz bonus veren bahis siteleribets10marsbahistipobetultrabetmarsbahisportobetcasibomsahabetonwincasibomsahabetsekabetmatbetimajbetmarsbahisjojobet girişcasibomcasibom giriş1xbet girişjojobetlunabetLunabetbaywınbaywın girişbahiscommarsbahistonic greens reviewsmatadorbetmatadorbet twittermatadorbetmatadorbet girişjetbahisextrabetGrandpashabet Girişbettiltbetgithasbetcanlı casino siteleripusulabetMeritkingjojobet girişultrabet 974MeritkingMeritking GirişMeritkingMeritkingMeritking Twitter