Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share

"იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი

 14/02/2024

       გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი -  რედ. - გელა გამყრელიძე) მორიგი მე-18 ნომერი. 2024წ.

        ჟურნალში  განხილულია ინფორმაცია  არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ და ძველი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიის  სადისკუსიო საკითხები. მასში  წარმოდგენილია შემდეგი სტატიები: აფხაზეთის, ქრისტიანობის პირველი საუკუნეების სამარხეული ძეგლები; საქართველოს ,,ზოომორფულყურიანი“ ბრინჯაოს სიტულები, თასები და ქვაბები; ქართლის (იბერიის) სამეფოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ახ.წ. I-IV სს-ის მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის საკითხისთვის; საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი კოროპლასტიკის ნიმუშები (ძვ.წ. V - ახ.წ. IV სს); ბორის კუფტინის მიერ ანტიკური ხანის ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა; ქვემო გოსტიბეს სამაროვნის ფერადლითონწარმოების ნიმუშების ტექნოლოგიური კვლევა; ვერცხლის სურები იბერიის დიდგვაროვანთა სამარხებიდან  (ახ.წ. I - IV სს); კიდევ ერთხელ რომაული პერიოდის ბრინჯაოს ნაწარმის ტექნოლოგიის შესახებ; ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ. რეცენზიები ახალ ნაშრომებზე;  აქვეა სტატიები ინგლისურ ენაზე.

      ჟურნალის სრული ვერსია  გადაიწერეთ:

 https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/483248?locale=ka

https://georgiannationalmuseum.academia.edu/GelaGamkrelidze