Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share

ძვირფასი ლითონების ფონდის პირველი კოლექციები კავკასიის მუზეუმიდან. კატალოგი. 2023 წ. თბილისი.

 15/12/2023

ძვირფასი ლითონების ფონდის პირველი კოლექციები კავკასიის მუზეუმიდან. კატალოგი. 2023 წ. თბილისი.

კავკასიის მუზეუმი საქართველოსა და ამიერკავკასიაში მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა 1852-1919 წლებში. კომპლექსური  ინსტიტუცია რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებასთან ერთად დაარსდა მწერალ ვლადიმერ სოლოგუბის ინიციატივით. კავკასიის მუზეუმისთვის გამოყოფილი სახსრების სიმცირის გამო სამუზეუმო კოლექცია უმთავრესად შემოწირულობათა გზით ივსებოდა. კავკასიის მუზეუმში დაცული არტეფაქტები  XX საუკუნის დასაწყისში გადაეცა მის სამართალმემკვიდრე -  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმი); აქ კავკასიის მუზეუმის უძველესი კოლექციების სახით ერთიანდება კავკასიის რეგიონის სხვადასხვა პუნქტებში აღმოჩენილი უკონტექსტო მასალა.

კატალოგი აერთიანებს კავკასიის მუზეუმის პირველ კოლექციებში შემავალ 370 არეტეფაქტს, რომელთა უმეტესობა დღემდე გამოუქვეყნებელი იყო და პირველად გახდა ხილული სამეცნიერო საზოგადოებისთვის. არტეფაქტები ძვ.წ. IV - ახ.წ. X საუკუნეებს განეკუთვნება და კავკასიის 34 სხვადასხვა პუნქტიდან მომდინარეობს.

ბმული:

 

https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/472564?mode=full