Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share

გელა გამყრელიძის წიგნი - “კოლხოლოგიური ნარკვევები”, II. 2012.

 14/06/2023

წიგნში ძველი საქართველოს ანტიკური პერიოდის არქეოლოგია-ისტორიის პრობლემური, სადისკუსიო საკითხებია განხილული. ბ-ნ გ. გამყრელიძის წიგნი შედგება შემდეგი  ნაწილებისგან: კოლხეთის ისტორიული განვითარების პროცესებზე ბიოგეგოგარემოს გავლენის შესახებ; ქალაქ ფასის (ფოთის) ტოპოარქეოლოგიისათვის; ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ ფასის-ფოთში; კოლხურ-მოსუინიკური კოშკის რეკონსტრუირების ცდა; კოლხი მედეას იკონოგრაფიისათვის; დიონისეს ტიპის ღვთაების ქანდაკება ვანის ნაქალაქარიდან; ერთი კერამიკული ნივთის ინტერპრეტაციისათვის ადეიშვილების გორის ნაგებობიდან. პროკოპი კესარიელის და აგათიას თხზულებებში მოხსენიებულიუ "მუხირისის" შესახებ; საზღვაო ნაოსნობა და ვაჭრობა კოლხეთში; ვერცხლის რიტონი სოფ. გომიდან; ჯვრიანდამღიანი კოლხური ამფორები; ბერძნულ გრაფიტოიანი სინოპური და კოლხური ამფორები ქალაქ ფოთი-ფასისიდან; კოლხურ-მოსუინიკური საომარი ისტორიის ზოგიერთი საკითხი; კოლხეთში რომანიზაციის გლობალისტური პროცესის მიმდინარეობის შესახებ; და სხვ.

წიგნის სრული ვერსია იხილეთ:

 

 https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/11039?locale=ka