Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share

ჟურნალი "იბერია-კოლხეთი", მე-17 ნომერი. 2023წ.

 05/06/2023

       გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანირედ. - გელა გამყრელიძე) მორიგი მე-17 ნომერი. 2023წ.

        ჟურნალში  განხილულია ინფორმაცია  არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ და ძველი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიის  სადისკუსიო საკითხები. მასში  წარმოდგენილია შემდეგი სტატიები: ვანის ნაქალაქარსა და მის შემოგარენში გამოვლენილი განძები; საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ლითონის ფარაკიანი ბეჭდების ტოპოგრაფია და არქეოლოგიური კონტექსტი; ხცისის ანტიკური ხანის სამარხი; სამგლოვიარო გვირგვინის ფურცლები ურბნისიდან; საქორწინო ბეჭდები ხელის ჩამორთმევის გამოსახულებით  (საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან); საქართველოში აღმოჩენილი ე.წ. ბერძნულ-სპარსული  ტიპის საბეჭდავები საბრძოლო სიუჟეტებით; წინარეანტიკური ხანის ძვირფასი ლითონის წარმოებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური დეტალები; სხივანა საყურე; სენაკის  მუნიციპალიტეტის  პრეისტორიული და კლასიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები; არქეოლოგიური გათხრები სვერის ციხეზე; ქვის  საკურთხეველი  სოფ. ტკოციდან; კონტაქტები პტოლემაიოსების ეგვიპტესა და ქართლის სამეფოს შორის: ეგვიპტური ნაწარმი დედოფლის გორის სასახლეში. რეცენზიები ახალ ნაშრომებზე;  აქვეა სტატიები ინგლისურ ენაზე. 

 

       ჟურნალის სრული ვერსია იხილეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე და გადაიწერეთ:  


https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/447329

https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/13523?locale=ka

https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/447329

https://www.academia.edu/102744817/Journal_IBERIA_COLCHIS_17