https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები

 04/03/2021

ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ, 2019-2021 წლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები" (FR-18-739). პროექტის ფარგლებში, ინტეგრირებული (სახელოვნებათმცოდნეო-ტექნიკური) კვლევა საქართველოში პირველად ჩაუტარდა ევროპული მხატვრობის ნიმუშებს, მათ შორის ბერნარდო დადის, პაოლო ვენეციანოს, ლუკას კრანახ უფროსისა და პიტერ პაულ რუბენსის (სახელოსნოს) ნამუშევრებს. სახელოვნებათმცოდნეო და ტექნიკური კვლევა გაანალიზდა და ინტეგრირდა შესაბამისი საერთაშორისო კვლევებისა და ბაზების მონაცემთან კონტექსტში. 2021 წელს, კვლევის შედეგად, გამოიცა წიგნი „საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები". წიგნის ავტორები: ეკა კიკნაძე, ნინო ტაბუცაძე, მარიამ გველესიანი და ნინო კალანდაძე.

 

https://www.traditionrolex.com/9