პუბლიკაციები
საქართველოს არქეოლოგიური ნარკვევები ( ძვ.წ V- ახ.წ. V სს)

02/03/2021
"საქართველოს არქეოლოგიის ნარკვევები (ძვ.წ. V - ახ.წ. V სს)”
ავტორი: გელა გამყრელიძე
წიგნში ახალი არქეოლოგიური მასალის კვლევის და წერილობითი წყაროების შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე ხერხდება საქართველოს ხსენებული ეპოქის ისტორიისა და კულტურის მეტნაკლები აღდგენა-წარმოდგენა. ნაშრომი შედგება 685 გვერდისგან და მოცემულია არქეოლოგიური მასალიდან გამომდინარე შექმნილი გრაფიკული რეკონსტრუქციები.
წიგნის სარჩევი: საქართველოში არქეოლოგიის განვითარების შესახებ; ბიოგეოგარემო და ადამიანის მოქმედების სარბიელი საქართველოში; წერილობითი წყარო-მონაცემები; არქეოლოგიური ძეგლები; რკინის მეტალურგიის შესახებ; სახელმწიფოებრიობის დასაბამი საქართველოში და არქეოლოგია; არქიტექტურისა და მშენებლობის შესახებ; საწერი მოწყობილობის შესახებ; საომარი იარაღი; ვაჭრობის შესახებ; უცხოური ნაწარმი; სამარხთა ტიპები და დაკრძალვის წესი; კერამიკული ჭურჭელი; მინის ნაწარმი; ტუალეტის საყოფაცხოვრებო საგნები; ტორევტიკული ნაწარმი; სამკაული; ავეჯი; გლიპტიკა და სხვ.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის. აგრეთვე, ახალ საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.
წიგნი ეძღვნება აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ხსოვნას.