https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - პროგრამების კალენდარი საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საგანმანათლებლო პროგრამები. ოქტომბერი–დეკემბერი 2013

 01/10/2013

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სთავაზობს მოსწავლეებს ინტერაქტიურ და შემეცნებით პროგრამებს ისტორიაზე, არქეოლოგიაზე, რესტავრაციაზე, ნუმიზმატიკაზე, იარაღზე, ხელნაწერის ისტორიაზე, მსოფლიო და ქართულ ხელოვნებაზე, თანამედროვე ხელოვნების ჟანრებზე და ასე შემდეგ. ასევე აღსანიშნავია მუზეუმის გარეთ მოქმედი პროგრამები, რომელთა არეალიც  ფართოა: მოძრავი საგანმანათლებლო გამოფენები, მუზეუმის თანამშრომლების ლექცია-პრეზენტაციები სკოლებსა და რაიონულ ცენტრებში, ვებგვერდზე განთავსებული მასალები და სხვა.

2013 წლის ოქტომბერი-დეკემბრის საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარი გაძლევთ შესაძლებლობას გაეცნოთ თითოეული პროგრამის მოკლე შინაარსს და ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროგრამა, დღე და საათი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის დაუკავშირდით საქართველოს ეროვნული მუზეუმის  საგანმანათლებლო ცენტრს ტელეფონის ნომერზე: 2 93 16 52

მისამართი: ა. ფურცელაძის ქუჩა 3.

https://www.traditionrolex.com/9