https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - ჩვენი პროგრამები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ჩვენი პროგრამები

Share

დავით კაკაბაძე – საგანმანათლებლო პროგრამა და ტური

 17/08/2020
20 აგვისტოს დაიბადა ქართველი მხატვარი, თანამედროვე მოაზროვნე, ფოტოგრაფი, ხელოვნებათმცოდნე, მეცნიერი და სტერეოკინოს ერთ-ერთ პირველი გამომგონებელი – დავით კაკაბაძე.
მხატვრის იუბილესთან დაკავშირებით, 20 აგვისტოს, გიწვევთ ეროვნულ გალერეაში, სადაც გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამები და შემეცნებითი ტურები, რომლებიც განკუთვნილი იქნება ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის.
12:00 | 15:00 – მაკა ბეჟუაშვილის ტური დავით კაკაბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 711 027
14:00 | 16:00 – დალი გოგორიშვილის საგანმანათლებლო პროგრამა „დავით კაკაბაძე. აბსტრაქცია”. რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 757 871
ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისიწინებით, თითო ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 10 მონაწილე. გთხოვთ, ეროვნულ გალერეაში ვიზიტისას თან იქონიოთ პირბადე.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 
https://www.traditionrolex.com/9