https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - ჩვენი პროგრამები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ჩვენი პროგრამები

Share

აბსტრაქციონიზმი - დავით კაკაბაძე

 22/07/2020

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გთავაზობთ პროგრამას - „აბსტრაქციონიზმი, დავით კაკაბაძე". 

პროგრამა განკუთვნილია არა მხოლოდ ბავშვებისათვის, არამედ მათი მშობლებისა და ზოგადად, მთელი ოჯახისათვის.

მონაწილეები დაათვალიერებენ ექსპოზიციას, გაეცნობიან დავით კაკაბაძის ცხოვრებისა და შემოქმედების გზას და აბსტრაქტული მიმდინარეობის თვალსაჩინო ნამუშევრებს.

საუბარი იქნება აბსტრაქციონიზმზე და მის წარმომადგენლებზე - კანდინსკის, მალევიჩის, მონდრიანის, პოლოკისა და სხვათა შემოქმედებაზე.

პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალა, ანიმაციები, 3D  გრაფიკული გამოსახულებები და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა.

პროგრამა განკუთვნილია: 10-13 წლის მოსწავლეთათვის

ჩატარების დრო: ოთხშაბათი, 14 :00 

პროგრამის ხანგრძლივობა: 45 წუთი

პროგრამის ღირებულება: 45 ლარი (საოჯახო ფორმატი - მაქსიმუმ 6 მონაწილე)

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია !
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე 599 757871 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით  12:00-დან 17:00 საათამდე). 

პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცე, შოთა რუსთაველის გამზ. 11

პროგრამა ჩატარდება ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

 

 

 

https://www.traditionrolex.com/9