https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

დმანისის საზაფხულო საველე სკოლა

 10/05/2012

2011 წლის 18 აგვისტოს, ხუთშაბათს, დღის 12 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ბატონი დავით ლორდქიფანიძე, დმანისის კვლევითი ჯგუფი და საველე სკოლის მონაწილეები აღნიშნავენ 2011 წლის საზაფხულო საველე სკოლის დასრულებას, დმანისის მუზეუმ-საცავში. ოფიციალური სერტიფიკატები გადაეცემათ ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ეს საზაფხულო პროგრამა.

ეს პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლა მიმდევრობით მესამე წელია რაც იმართება, და წელს ყველაზე დიდი სტუდენტებისა და მეცნიერებათა პედაგოგების რაოდენობით გამოირჩეოდა. ამ პროექტში 13 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, აქედან 3 იყო საქართველოდან, 1 პორტუგალიიდან, ხოლო დანარჩენი 9 ა.შ.შ. –დან, რომლებიც წარმოადგენდნენ 8 სხვადასხვა ინსტიტუციურ დაწესებულებას. სტუდენტები იყვნენ დმანისის არქეოლოგიური კვლევითი გუნდის ნაწილი 4 კვირის განმავლობაში და ისინი მონაწილეობას იღებდნენ გათხრებში მათთან ერთად. ამასთან დამატებით, სტუდენტებს საერთაშორისო მეცნიერებათა პედაგოგების მიერ ჩაუტარდათ ლექციები საქართველოს, შვეიცარიის, ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიისა და ა.შ.შ.-ს აკადემიურ ინსტიტუციებზე. 

პროგრამის ერთ-ერთი მიზანი არის სტუდენტების დატრეინინგება მეცნიერების საერთაშორისო და კოლაბორაციულ გარემოში. ჯგუფი დაეხმარა დმანისის ძირითადი გათხრის ადგილას, 200-ზე მეტი ნაპოვნი ჭურჭლის, ქვის არტიფაქტებისა და სხვა პრეისტორიული მტკიცებულებების აღდგენაში, რაც შეიძლება ამ წლის დიდ წარმატებად ჩაითვალოს. 

დმანისში მუშაობასთან ერთად, საველე სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ისტორიული თუ პრეისტორიული ადგილები: საქართველოს ანტიკური დედაქალაქი, მცხეთა და მთელ მსოფლიოში ყველაზე ძველი ბრინჯაოს ხანის დროინდელი ოქროს საბადო, რომელიც მდებარეობს საქართველოში, კაზრეთთან ახლოს. ამ წლის საზაფხულო საველე სკოლა 2011 წლის 18 აგვისტოს მთავრდება. შემდეგი წლის საველე პროგრამა უკვე მზადების პროცესშია.  

დმანისის მუზეუმ-საცავის მისამართი: სოფელი პატარა დმანისი, დმანისის რაიონი

დამატებითი ინფორმაცია: 

დმანისის მუზეუმ-საცავი მდებარეობს 85 კმ-ის დაშორებით თბილისიდან. ეს არის უნიკალური ადგილი საოცარი აღმოჩენებით, რომლებიც ცვლიან კაცობრიობის ისტორიას და ჩვენ შეხედულებას ადამიანის ევოლუციის შესახებ. ახლახან ჩატარებული კვლევების შედეგად, ირკვევა, რომ  დმანისში აღმოჩენილია ყველაზე ადრეული ადამიანის არსებობის მტკიცებულება, აფრიკის შემდეგ, რომელიც 1.8 მილიონ წელს ითვლის. შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებთან და არქეოლოგიურ ველთან ერთად, დამთვალიერებლებს შეუძლიათ გიდის თანხლებით ესტუმრონ შესანიშნავ შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრესა და უძველეს ნანგრევებს, ასევე შეუძლიათ ნახონ, თუ როგორ აკეთებენ არქეოლოგები გათხრის პროცესში ახალ აღმოჩენებს.

 

https://www.traditionrolex.com/9