https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

,კოლხეთის სამეფოს სასტიკი წესები" - დოკუმენტური ფილმის ჩვენება

 12/04/2022

2022 წლის 12 აპრილს, 15:30 საათზე გიწვევთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დოკუმენტური ფილმის - ,,კოლხეთის სამეფოს სასტიკი წესები" ჩვენებაზე.

ფილმი გადაღებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის ,,პალინოლოგიის მონაცემები, როგორც წყარო ძვ.წ. V-I საუკუნეების აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ისტორიის შესწავლისათვის'' (YS-19-819) ფარგლებში.

დოკუმენტური ფილმი ეფუძნება პალინოლოგიური კვლევის შედეგებს, რომელიც ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი არტეფაქტებიდან აღებულ ორგანულ ნაშთებზე ჩატარდა. ფილმი მოგვითხრობს ანტიკური ხანის ვანის ნაქალაქარზე არსებული ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, დაკრძალვის რიტუალის, კლიმატისა და გარემო პირობების შესახებ.

ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი - თომა ჩაგელიშვილი;
პროექტის ხელმძღვანელი - მაია ჭიჭინაძე, პალინოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი;
პროექტის მენტორი - დიმიტრი ახვლედიანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი;
პროექტის მონაწილე - ელისო ყვავაძე, პალინოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წამყვანი მეცნიერი.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია. ფურცელაძის ქ.1.

 

https://www.traditionrolex.com/9