- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
2019-2021 წლების საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტი წარმოგიდგენთ 2019-2021 წლების საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიას.
სესია გაიმართება 11-21 აპრილს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში.
პროგრამა
11 აპრილი, ორშაბათი, დასაწყისი 11 საათზე
სესიის გახსნა - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე
1. ზურაბ მახარაძე. საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2019-2021 წლების არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში.
2. დავით ლორთქიფანიძე. დმანისი - კვლევის უახლესი შედეგები.
3. გიორგი ბიძინაშვილი. ოროზმანი, ახალი ადრეპლეისტოცენური არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში.
4. ნიკოლოზ წიქარიძე. ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსსა და საკაჟიას მღვიმეში ჩატარებული წინასწარული კვლევების მიმოხილვა.
5. თენგიზ მეშველიანი. ახალი აღმოჩენები ხარაგაულის მღვიმეში.
12 აპრილი, სამშაბათი, დასაწყისი 11 საათზე
1. მინდია ჯალაბაძე. არქეოლოგიური გათხრები მარნეულის მუნიციპალიტეტში: გადაჭრილი გორა, იმირის გორა, შულავერის გორა.
2. ჯონი აბულაძე. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მაშავერას გორაზე შესრულებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში.
3. გიორგი მინდიაშვილი. არქეოლოგიური კვლევები გუდაბერტყასა და გორის ციხეზე.
4. ნანა რეზესიძე. ადრე ბრინჯაოს ხანის სამარხი დმანისიდან.
5. ჯიმშერ ჩხვიმიანი. შუა საუკუნეების ნაქალაქარ დმანისის არქეოლოგიური კვლევა.
13 აპრილი, ოთხშაბათი, დასაწყისი 11 საათზე
1. კახა კახიანი, გიორგი ბედიანიშვილი, დიმიტრი ჯაჭვლიანი. ჭობარეთის ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი.
2. გიორგი ბედიანიშვილი. არქეოლოგიური გათხრები რაბათის ნამოსახლარზე.
3. გია ჩილინგარაშვილი. ირმის რქის ნამოსახლარზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგები.
4. გია ჩილინგარაშვილი, გიორგი ბედიანაშვილი. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები.
5. გია ჩილინგარაშვილი, ლევან ლოსაბერიძე. დამირგაია - კლდის მხატვრობის ძეგლი სამხრეთ საქართველოში.
14 აპრილი, ხუთშაბათი, დასაწყისი 11 საათზე
1. შოთა მამულაძე, კახა ქამადაძე, როდოსლავ კარასიევიჩ-სციპიორსკი, თორნიკე მამისეიშვილი, ანდრია როგავა, სულხან მამულაძე, თათული მოწყობილი. გონიო/აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიში.
2. ამირან კახიძე, ემზარ კახიძე. ფიჭვნარში წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში.
3. ამირან კახიძე, გურამ ჩხატარაშვილი. ფერადი ლითონების მეტალურგიასთან დაკავშირებული მეგალითური ძეგლები მაჭახლის ხეობიდან.
4. თამარ შალიკაძე. მურვანეთში წარმოებული არქეოლოგიური კვლევის შედეგები.
5. თამარ შალიკაძე, იზოლდა დუმბაძე. არქეოლოგიური გათხრები სოფ. სინდიეთში.
6. გურამ ჩხატარაშვილი, ვალერი მანკო. სოფ. ქობულეთში ქვის ხანის ნამოსახლარზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები.
15 აპრილი, პარასკევი, დასაწყისი 11 საათზე
1. ირინე ღამბაშიძე. უძველესი მეტალურგიული კერა ბალიჭი-ძეძვების ნამოსახლარზე.
2. ირინე ღამბაშიძე. წინარე მტკვარ-არაქსული ნამოსახლარი ორჭოსანში.
3. ირინე ღამბაშიძე. არქეოლოგიური გათხრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
4. გიორგი გოგოჭური, ირინე ღამბაშიძე, ბიძინა მურვანიძე, ნინო ოთხვანი. არქეოლოგიური გათხრების შედეგები მთიულეთსა და ხევსურეთში.
18 აპრილი, ორშაბათი, დასაწყისი 11 საათზე
1. გოდერძი ნარიმანიშვილი. არქეოლოგიური სამუშაოები არმაზციხეზე.
2. გოდერძი ნარიმანიშვილი. ძალისის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები.
3. გოდერძი ნარიმანიშვილი. არქეოლოგიური გათხრები სოფ. დაშ-ბაშის მიდამოებში.
4. გოდერძი ნარიმანიშვილი. სამშვილდის ნაქალაქარი. 2019-2021 წ-ში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში.
19 აპრილი, სამშაბათი, დასაწყისი 11 საათზე
1. რევაზ პაპუაშვილი, ნანული პაპუაშვილი, დავით ნასყიდაშვილი, გოგიტა ჩიტაია. არქეოლოგიური სამუშაოები მაჩხომერის გორაზე (ხობის მუნიციპ.).
2. ომარ ლანჩავა, როლანდ ისაკაძე, შალვა ბუაძე, ნიკა სილაგაძე, გელათის მონასტერში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევები.
3. ომარ ლანჩავა, როლანდ ისაკაძე, იაცეკ ჰამბურგი, შალვა ბუაძე, რაფალ ბიენკოვსკი, აგნეშკა კალიშევსკა. ქართულ-პოლონური ექსპედიციის მიერ 2019 წელს ქუთაისში ჩატარებული კვლევების შედეგები.
4. ომარ ლანჩავა, როლანდ ისაკაძე, იაცეკ ჰამბურგი, შალვა ბუაძე, რაფალ ბიენკოვსკი, აგნეშკა კალიშევსკა, თეონა ბუბუტეიშვილი. ქართულ-პოლონური ექსპედიციის მიერ 2021 წელს ქუთაისში ჩატარებული კვლევების შედეგები.
5. ნიკოლოზ მურღულია. ნოქალაქევის ქართულ-ინგლისური არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ნოქალაქევის ნაქალაქარზე, ჭაქვინჯისა და ხუნწის ციხეებზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების ძირითადი შედეგები.
20 აპრილი, ოთხშაბათი, დასაწყისი 11 საათზე
1. მიხეილ აბრამიშვილი. ჰიბრიდული ყორღანი დიღმის ველზე.
2. ნინო სულავა, რუსუდან ჩაგელიშვილი, ნანა რეზესიძე, ბრაიან გილმორი, თამარ ბერიძე, ნიკა ტატუაშვილი, ინგა ესვანჯია. ლეჩხუმში არქეომეტალურგიულ ძეგლებზე 2019-2021 წლებში შესრულებული მულტიდისციპლინური კვლევის შედეგები.
3. ნინო სულავა, ინგა ესვანჯია, ვაჟა მამიაშვილი. ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში და დეხვირის ზოგიერთი ძეგლის ახალი ინტერპრეტაცია.
4. რ. კვირკვაია. არქეოლოგიური გათხრები ზარზმაში.
5. რ. კვირკვაია. არქეოლოგიური გათხრები ხადის ხეობაში.
21 აპრილი, ხუთშაბათი, დასაწყისი 11 საათზე
1. იულონ გაგოშიძე, კაი კანიუტი, იორგ ფასბინდერი. გუმბათის ქართულ-გერმანული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში.
2. იულონ გაგოშიძე, გურამ ყიფიანი. არქეოლოგიური სამუშაოები დედოფლის მინდვრის სატაძრო კომპლექსის ტერიტორიაზე.
2. დავით გაგოშიძე, დედოფლის გორის არქეოლოგიური ექსპედიციის სამუშაოების ანგარიში.
3. ვაჟა მამიაშვილი, ნოდარ ბახტაძე, ბაჩანა გაბეხაძე, ჯიმშერ ჩხვიმიანი. არქეოლოგიური კვლევა სამეფო აკლდამის იდენტიფიკაციისთვის გრემის მთავარანგელოზთა ეკლესიაში.
4. ნოდარ ბახტაძე. ვაჟა მამიაშვილი, ბაჩანა გაბეხაძე, ჯიმშერ ჩხვიმიანი. ნაქალაქარ ნეკრესის დურუჯისპირა სატაძრო კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა.
5. დიმიტრი ნარიმანიშვილი. სამხრეთ საქართველოს მეგალითური და ყორღანული კულტურები (2017-2021 წლების დაზვერვების შედეგები).
სესიებზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია. თბილისი, ა. ფურცელაძის ქ. 1.