https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

„ნეანდერტალელები საქართველოში" - დოკუმენტური ფილმის ჩვენება

 05/04/2022

2022 წლის 5 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში, გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ნეანდერტალელები საქართველოში" ჩვენება.

ფილმი გადაღებულია საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „არქეოლოგია ყველასათვის" (SPG-21-420) ფარგლებში.

ფილმში აღწერილია ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსსა და საკაჟიას მღვიმეებში მიმდინარე კვლევები და ახალი აღმოჩენები, ნეანდერტალელთა ისტორია და მათი კულტურა. ფილმი ეძღვნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, არქეოლოგ ერეკლე ქორიძის ხსოვნასა და ცუცხვათის მღვიმური კომპლექსის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრის შაქრო ფორჩხიძის ხსოვნას.

ფილმში განხილულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტების "ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში" (№217620, ხელმძღვანელი ნიკოლოზ წიქარიძე), „ნეანდერტალელები დასავლეთ საქართველოში" (№ YS-18-2771 ახალგაზრდა მეცნიერი: ნიკოლოზ წიქარიძე) და „უკანასკნელ ნეანდერტალელთა და პირველ ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა განსახლება საქართველოში" (№ 04101, ხელმძღვანელი: ანა მგელაძე) ფარგლებში განხორციელებული კვლევები. 

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, თბილისი, ა. ფურცელაძის ქ. 1 

________

პროექტის მონაწილეები, რესპონდენტები და ტექსტის შემდგენლები:

ნიკოლოზ წიქარიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, პროექტის ხელმძღვანელი, ცუცხვათის და საკაჟიას მღვიმეების კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, არქეოლოგი, პალეოანთროპოლოგი
ნიკოლოზ ვანიშვილი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პროექტის კოორდინატორი, პალეონტოლოგი
ანა მგელაძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პროექტის ძირითადი მონაწილე, არქეოლოგი
თამარ აღაპიშვილი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პროექტის ძირითადი მონაწილე, არქეოლოგი
ელისო ყვავაძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის წამყვანი მეცნიერი, პროექტის ძირითადი მონაწილე, პალინოლოგი
ნიკოლოზ ცქვიტინიძე - პროექტის ძირითადი მონაწილე, არქეოლოგი
ბადრი შარაშენიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, მძღოლი

გადამღები ჯგუფი:

რეჟისორები - ლევან ბერაძე, ნიკოლოზ წიქარიძე, ლაშა ცქვიტინიძე
ოპერატორი - ლევან ბერაძე
პროდიუსერი - არჩილ დამენია, ნიკოლოზ წიქარიძე
სცენარი  - ნიკოლოზ წიქარიძე, ანდრო ბარბაქაძე
მონტაჟი - მიხეილ იაშაღაშვილი „კონტაქტი“, ლაშა ცქვიტინიძე,  ნიკოლოზ ცქვიტინიძე, ნიკოლოზ წიქარიძე
დრონი - ჯაბა თვარაძე, ილია გოგიავა
ხმა - ლუკა თარხან-მოურავი
მძღოლი - ლაშა ცქვიტაია
ვიზუალური მასალა - მაურისიო ანტონი, დავით ცვარიანი, თამარ გაჩეჩილაძე, გიორგი კიკნაველიძე, ნინო ესაიაშვილი, როდოლფო ნუგეირა და მიხეილ იაშაღაშვილი

ფილმში მონაწილეობდნენ სტუდენტები:

თორნიკე მკალავიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გუგა დვალი - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნინო ბუიღლიშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტი
თეონა ჭანკვეტაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თორნიკე როსტიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სალომე ქირია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თამარ არსენიძე - თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი

ასევე მადლობას ვუხდით დახმარებისთვის სტუდენტებს მართა თაქთაქიშვილს და ეკა დემურიას. 

ადგილობრივი მონაწილეები:

მანუჩარ ცერცვაძე
გიორგი გუბელიძე

პროექტის გუნდი მადლობას უხდის: 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს;
დაცული ტერიტორიების სააგენტოს; ტყიბულის მუნიციპალიტეტს თერჯოლის მუნიციპალიტეტს;
სოფელი ცუცხვათის და სოფელი გოდოგანის ადმინისტრაციულ ერთეულებს;
სოფელი ცუცხვათის მკვიდრებს: ცერცვაძეების, კუბლაშვილების, გუბელიძეების, გოჩელაშვილების, ფორჩხიძეების, მესხორაძეების ოჯახებსა და სოფელი გოდოგანის მკვიდრ აბესაძეების ოჯახს. 

*ფილმში გამოქვეყნებული ვიზუალური, საგამოფენო, არქეოლოგიური და პალეობიოლოგიური მასალები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას საქართველოს მუზეუმსა და მასთან არსებულ პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. 

 

https://www.traditionrolex.com/9