https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

„ეროვნული გალერეა დაარსებიდან დღემდე“ - მაკა ბეჟუაშვილის ტური

 01/06/2021

4 ივნისს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება კურატორის ტური - „ეროვნული გალერეა დაარსებიდან დღემდე“, რომელსაც გაუძღვება ხელოვნებათმცოდნე მაკა ბეჟუაშვილი.

ტურის ფარგლებში საუბარი იქნება ეროვნული გალერეის საუკუნოვან ისტორიაზე, მის დაარსებაზე, შენობის არქიტექტურაზე, სხვადასხვა საინტერესო ეტაპსა თუ მოვლენაზე მისი ისტორიიდან.

ტური ეძღვნება ეროვნული გალერეის დაარსებიდან 101 წლის და მისი რენოვაციიდან 10 წლის იუბილეს.

ლექციაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

*დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი №11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან).

დასწრება თავისუფალია!

https://www.traditionrolex.com/9