https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: საგანმანათლებლო პროგრამა "მერანი"

 17/05/2021

18-25 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ეროვნული მუზეუმის ფესტივალს.

19 მაისს, 14:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში და ლადო გუდიაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ეროვნულ გალერეაში გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას „მერანი".

პროგრამა აგებულია მხატვრის ერთი ნამუშევრის „მერანის" ირგვლივ.

მონაწილეები გაეცნობიან ლადო გუდიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას; აღმოაჩენენ პოეზიისა და მხატვრობის ურთიერთკავშირს; ისაუბრებენ ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამომსახველობით საშუალებებზე და ლადო გუდიაშვილის სახვით გამომსახველობით ენაზე.

პროგრამა შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 12-18 წლის მოზარდებს
მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში - 10
მეცადინეობის ხანგრძლივობა - 60 წთ
პროგრამის ავტორი: ანუკი ჟვანია

პროგრამაში მონაწილეობა თავისუფალია!

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 593 910 472 

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზირი №11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან).  

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის

#მუზეუმისფესტივალი2021 #MuseumFest2021 #IMD2021

https://www.traditionrolex.com/9