https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: საგანმანათლებლო პროგრამა "მეოცნებე ნაიმორი"

 17/05/2021

21 მაისს, 15:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული მუზეუმის საგანმათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას „მეოცნებე ნიამორი", რომელიც ქართველი მხატვრის - ლადო გუდიაშვილის საიუბილეო წელს უკავშირდება.

პროგრამის მონაწილეები ეროვნულ გალერეაში დაათვალიერებენ ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენას და აღმოჩნდებიან მხატვრის მოგონებების სამყაროში. გაეცნობიან მხატვრის ბიოგრაფიას და საინტერესო ჩანაწერებს პარიზისა და თბილისის ინტელექტუალური კაფეების „როტონდასა" და „ქიმერიონის" შესახებ, ასევე, ლადო გუდიაშვილის მოგონებებს გამორჩეულ ადამიანებზე: ფიროსმანი, ვაჟა, მოდილიანი, პიკასო, ჩარლი ჩაპლინი და სხვ. შეხვედრა ინტერაქტიულად წარიმართება, მონაწილეები თავად წაიკითხავენ მხატვრის მოგონებებს.

პროგრამა ითვალისწინებს მრავალფეროვან თემატურ, ვიზუალურ, აუდიო და ვიდეო მასალას და შემეცნეცნებით აქტივობებს.

პროგრამა განკუთვნილია 8-12 წლის მოსწავლეთათვის

პროგრამის ხანგძლივობა: 45-60 წუთი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე 599 757 871

პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი

მონაწილეობა თავისუფალია!

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11 

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის

#მუზეუმისფესტივალი2021 #MuseumFest2021 #IMD2021

https://www.traditionrolex.com/9