https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ნინო ჩიხლაძის ლექცია - „მონუმენტური მხატვრობის კონტექსტი ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაში"

 26/04/2021

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი აგრძელებს ლექციათა სერიას, რომელიც ეძღვნება ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს.

27 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ნინო ჩიხლაძის ლექცია - „მონუმენტური მხატვრობის კონტექსტი ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაში".

ლექცია იმართება საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით და წარმოადგენს ბრიტანეთ-საქართველოს მეგობრობის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებათა სერიის გაგრძელებას. საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა წლებია გრძელდება. ჩვენ მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს შორისაა 2019 წელს ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში დაცული დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტის დროებით საქართველოში გამოფენა.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ლექციაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის საფუძველზე: https://bit.ly/3xcogDM
*დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

მისამართი: თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. 11

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის 

https://www.traditionrolex.com/9