https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

კონკურსი "თანამედროვე ხელოვნების რუკა" Contemporary Art Map 2020

 11/05/2020

საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტისთანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში აცხადებს კონკურსს

თანამედროვე ხელოვნების რუკა" (Contemporary Art Map)


კონკურსის მიზანი:

სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის 1-2 საათიანი პროგრამის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილეებს ინტერაქტიულ ფორმატში გაეცნონ თანამედროვე ხელოვნების სფეროს.

პროგრამა იძლევა საშუალებას, გაიზარდოს ინფორმაციის დონე თანამედროვე ხელოვნების შესახებ, იმ სამიზნე ჯგუფებში, სადაც ამ თემაზე დღეს ზედაპირული ინფორმაციაა მხოლოდ სარეკლამო და ინფორმაციული წყაროებიდან.

ეს პროგრამა საშუალებას აძლევს მონაწილეებს გაეცნონ თანამედროვე ქართველ და უცხოელ ხელოვანებს, მათ შემოქმედებას, ტენდენციებს. რუკა პირობითია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქართველ ხელოვანებს, კურატორებს საგანმანათლებლო სფეროს მენეჯერებს, ინიციატორებს.

კონკურის პირობები:

 

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს (()იპ, შპს, ინდ. მეწარმე).
  • კონკურსში გამარჯვებული პროექტისათვის განსაზღვრულია 5000 ლარი (ყველა გადასახადის გათვალისწინებით).
  • კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია ელექტრონული რუკის ან სხვა რაიმე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იყოს შესრულებული.
  • შესრულებული პროექტის ფორმა უნდა იყოს ადვილად გამოყენებადი პირველ რიგში სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის, თუმცა მისი ინტერაქტიული კომპონენტი შესაძლებელია სხვა ასაკის ჯგუფებზეც იყოს გათვალისწინებული.
  • კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია განახორციელოს პროგრამა „თანამედროვე ხელოვნების გალერეის" ტერიტორიაზე მინიმუმ 3-ჯერ 2020 წლის  განმავლობაში.
  • ფოტო და ვიდეო გადაღება უნდა უზრუნველყოს გამარჯვებული პროექტის კურატორმა.
  • „თანამედროვე ხელოვნების რუკა" უნდა იყოს მკაფიო კონცეფციის მატარებელი, რომელიც გარდა თეორიული ცოდნისა, აგრეთვე პრაქტიკული შედეგის მომტანი იქნება. იგი უნდა იყოს ინტერაქტიული და საინფორმაციო. განაცხადის ავტორი თავად განსაზღვრავს სამიზნე ჯგუფებს.
  • შედეგი უნდა იყოს რეალიზებადი და განვითარებადი (მაგალითად, შესაძლებელია „რუკაზე" დატანილი პირველადი ინფორმაცია იყოს განახლებადი და მზარდი, რაც პროექტის გრძელვადიან შედეგზე მეტყველებს და მისი მომდევნო განვითარების საშუალებას იძლევა).

 

კონკურსის ვადები:

კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება შესაძლებელია 2020 წლის 11 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით

 კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პროექტის კონცეფცია (მაქსიმუმ 1 გვერდი)
  • პროექტის ტექნიკური აღწერა და განხორციელების პრინციპი, მეთოდოლოგია (მაქსიმუმ 2 გვერდი)
  • ვიზუალიზაცია (ანალოგების, ჩანახატების სახით)
  • შესრულების განრიგი
  • დეტალური ხარჯთაღრიცხვა (თანადაფინანსების შემთხვევაში, ბიუჯეტში უნდა აისახოს სეგმენტი); გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბიუჯეტში უნდა გაიწეროს როგორც სარეკლამო ბეჭდური პროდუქცია, ფოტოგადაღება, ტექნიკური მომსახურეობა (საჭიროების შემთხვევაში), ასევე ჰონორარები
  • ბიუჯეტის შესაბამისი ინვოისები (ბაზრის კვლევა)

განცხადების მიღება:

  • კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს გაერთიანებული ერთ PDF ფორმატში, სახელწოდებაში „сontemporaryartmap" მითითებით.
  • არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი არ მიიღება განსახილველად.
  • ყველა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: cag@museum.ge
  • ელექტრონულ მისამართზე დადასტურების მიღების გარეშე, განაცხადი არ ჩაითვლება მიღებულად.
  • 2020 წლის 11 ივნისის შემდეგ გამოგზავნილი განაცხადები არ მიიღება განსახილველად.
  • კონკურსში შემოსულ პროექტებს განიხილავს მოწვეულ ექსპერტთა კომისია.

პროგრამის კურატორი: ქეთევან ტრაპაიძე - 599 232 141

სატელეფონო კონსულტაციის დღეები: 18, 19, 25 მაისი
მობ:
599 232141; 551203556

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 599 232141; 551 203556

 * კონკურსი არ ითვალისწინებს მის ფარგლებში მატერიალური აქტივების შეძენასასევე, არ გულისხმობს გაუთვალისწინებელ ხარჯებს.

** კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ტიპის საბიუჯეტო ხარჯების მოთხოვნა: ჰონორარები (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), მომზადებისათვის საჭირო მასალები, ტექნიკური მომსახურება, ბეჭდვა.

https://www.traditionrolex.com/9