https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

კონკურსი საკურატორო გამოფენებისთვის 2020

 11/05/2020

საქართველოს ეროვნული მუზეუმი პროექტისთანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში აცხადებს კონკურსს საკურატორო გამოფენებისათვის

კონკურსის მიზანი:

თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და ქართველი ხელოვანებისა და კურატორებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

კონკურსის პირობები:

  • კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პროექტი
  • ერთი გამარჯვებული პროექტისათვის განსაზღვრულია 9000 ლარი (ყველა გადასახადის გათვალისწინებით)
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს (ა(ა)იპ, შპს, ინდ. მეწარმე)
  • კონცეფციის ავტორი უნდა იყოს კურატორი ან ხელოვანი საქართველოდან.
  •  გამოფენაში მონაწილე მხატვრები, შესაძლებელია იყვნენ, როგორც ქართველი ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
  • გამარჯვებული პროექტების კურატორებს, ექნებათ გამოფენის გამართვის შესაძლებლობა  „თანამედროვე ხელოვნების გალერეის" სივრცეში (სექტემბერი-ოქტომბერი)
  • გალერეა გამოყოფს სივრცეს და უზრუნველყოფს მუზეუმის ხელთ არსებული ტექნიკური აღჭურვილობით.
  • ფოტო/ვიდეო გადაღება და ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს გამარჯვებული პროექტის კურატორმა.

კონკურსის ვადები:

კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება შესაძლებელია 2020 წლის 11 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით


კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კურატორის სამოტივაციო წერილი;
  • პროექტის კონცეფცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე, მაქსიმუმ 500 სიტყვა);
  • კურატორსა და არტისტებს შორის საავტორო უფლებათა შესახებ შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • მონაწილე მხატვრების ბიოგრაფიები და პორტფოლიოები;
  • გამოფენის ექსპოზიციის აღწერა და ვიზუალიზაცია;
  • შესრულების გრაფიკი;
  • დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (თანადაფინანსების შემთხვევაში, ბიუჯეტში უნდა აისახოს სეგმენტი); გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბიუჯეტში უნდა გაიწეროს როგორც სარეკლამო ბეჭდური პროდუქცია, ფოტოგადაღება, საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურეობა, ასევე ჰონორარები.
  • ბიუჯეტის შესაბამისი ინვოისები (ბაზრის კვლევა).

 განაცხადების მიღება:

  • კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს გაერთიანებული ერთ PDF ფორმატში, სახელწოდებაში „exhibition" მითითებით.
  • არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, პროექტი არ მიიღება განსახილველად.
  • ყველა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: cag@museum.ge
  • ელექტრონულ მისამართზე დადასტურების მიღების გარეშე,  განაცხადი არ ჩაითვლება მიღებულად.
  • 2020 წლის 11 ივნისის შემდეგ გამოგზავნილი განაცხადები არ მიიღება განსახილველად.
  • კონკურსში შემოსულ პროექტებს განიხილავს მოწვეულ ექსპერტთა კომისია.

პროგრამის კოორდინატორი: ლიკა მამაცაშვილი - 577 792 581;

კონსულტაციის დღეები: 18, 19, 25 მაისი 12:00-15:00 სთ.
მობ: 577 792581; 551203556

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, დასაშვებია ღონისძიება გაიმართოს ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც საჭირო გახდება ვიდეო გადაღება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 577 792581; 551203556

* კონკურსი არ ითვალისწინებს მის ფარგლებში მატერიალური აქტივების შეძენასასევე, არ გულისხმობს გაუთვალისწინებელ ხარჯებს.

** კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ტიპის საბიუჯეტო ხარჯების მოთხოვნა: ჰონორარები (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), მომზადებისათვის საჭირო მასალები, ტექნიკური მომსახურება, ბეჭდვა.

 

 

 

https://www.traditionrolex.com/9