https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

საუბრები ეროვნულ გალერეაში - „ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130"

 12/02/2020

ცნობილ ქართველ მხატვარს, ვალერიან სიდამონ-ერისთავს 2019 წელს დაბადებიდან 130 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მისი რეტროსპექტული გამოფენა გამართა სიღნაღის მუზეუმში, ახლა კი მხატვრის ნამუშევრები წარმოდგენილია თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

შაბათს, 15 თებერვალს, 15:00 საათზე, ეროვნულ გალერეაში გაიმართება საუბრები მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, აგრეთვე იმ კულტურულ გარემოზე, რომელშიც ვალერიან სიდამონ-ერისთავი მოღვაწეობდა.  

„ვალერიან სიდამონ-ერისთავის ცხოვრება და შემოქმედება" - დავით ნიორაძე
„სტილი მოდერნი და არქიტექტორ მიხეილ ოჰანჯანოვის შემოქმედება" - გვანცა ბერძენიშვილი
„XIX - XX საუკუნეების თბილისის თეატრების არქიტექტურა" - ნინია ხელოიშვილი  
„ვალერიან სიდამონ-ერისთავის ერთი პორტრეტის შესახებ" - თემურ ქანთარია ჯაბადარი

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

დასწრება თავისუფალია!

 

 

 

https://www.traditionrolex.com/9