https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

შალვა ამირანაშვილი - წიგნი-ალბომის პრეზენტაცია

 16/12/2019

20 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება შალვა ამირანაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნი-ალბომის პრეზენტაცია.

საქართველოში ხელოვნებათმცოდნეობისა და სამუზეუმო საქმის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ცნობილ მეცნიერსა და კულტუროლოგს, შალვა ამირანაშვილს, დაბადებიდან 120 წელი შეუსრულდა (1899-1975). ხანგრძლივი და მრავალმხრივი სამეცნიერო მოღვაწეობის განმავლობაში მან არაერთი ფუნდამენტური ნაშრომი შექმნა, რომლებიც დღესაც აქტუალურია ხელოვნებათმცოდნეებისა და კულტურის მკვლევართათვის. შალვა ამირანაშვილის მეცნიერულ ძიებათა შედეგად გაკეთებული დასკვნების მართებულობა მომდევნო თაობის მკვლევართა მიერ არაერთხელ დადასტურდა. განუზომელია მისი ღვაწლი სიძველეთა მოძიების, საქართველოში დაბრუნებისა და სამუზეუმო საქმის განვითარების თვალსაზრისითაც.

წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში, გაიმართება შალვა ამირანაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა.

პროექტის ავტორი - ნონა ხარატიშვილი, პროექტის ხელმძღვანელი - ნანა გოგელია. ტექსტის ავტორები: ნონა ხარატიშვილი და ირინა კოშორიძე.

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

პრეზენტაცია: 20 დეკემბერი | 17:00
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1 

 

 

 

https://www.traditionrolex.com/9