https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

დავით აღმაშენებლის მონეტა - #მოდიმუზეუმში 18:00-21:00

 11/12/2019

13 დეკემბერს, არ გამოტოვოთ უნიკალური შესაძლებლობა იხილოთ ბრიტანეთის მუზეუმში დაცული დავით აღმაშენებლის მონეტა.

გამოფენის დასრულებასთან დაკავშირებით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კარი ყველა მსურველისთვის გაიღება 18:00-დან 21:00 საათამდე. სპეციალურად ბავშვებისთვის გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამები და კოსტიუმირებული სანახაობა - მსახიობები დავით აღმაშენებლის ეპოქას გააცოცხლებენ.

ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში დაცული დავით აღმაშენებლის მონეტა ბრიტანეთის საელჩოს, ბრიტანეთის საბჭოსა და ეროვნული მუზეუმის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად ჩამოვიდა საქართველოში. აღნიშნული მონეტა დავით IV აღმაშენებლის მოჭრილ მონეტებს შორის გამორჩეულია მასზე არსებული წარწერითა და გამოსახულებით. ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს. რევერსზე კი მონეტის ცენტრში, ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა".

#მოდიმუზეუმში: 13 დეკემბერი | 18:00 - 21:00 | ბოლო ვიზიტორი დაიშვება 20:30 საათზე
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3


ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

15 დეკემბერს დაიხურება დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენა და 2019 წლის ბრიტანული სეზონი საქართველოში.

*ბრიტანული სეზონი UK/Georgia 2019 ბრიტანეთის საელჩოს და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ერთობლივად წარმოდგენილი 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი სპეციალური პროგრამაა, რომელიც განხორციელდება 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე. UK/Georgia 2019 წარმოგიდგენს თანამედროვე, მრავალფეროვან, გლობალურ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ბრიტანეთს თავისი კულტურით, სპორტით, განათლებითა და ბიზნესით. დიდი ბრიტანეთის და საქართველოს საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, ბრიტანული სეზონის განსაკუთრებული აქცენტი მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობაზეა მიმართული. გაიგეთ მეტი, ჰეშთეგის #UKGeorgia2019 გამოყენებით. ბრიტანული სეზონი 2019 დაფინანსებულია ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ, პარტნიორთა ჯგუფთან თანამშრომლობით, რომელთა შორის არიან Georgia Capital, Bank of Georgia, BP, Adjara Group და Wissol. 

https://www.traditionrolex.com/9