- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
დიმიტრი გეგენავას ლექცია „ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობები და სამართალი დავით აღმაშენებლის ეპოქაში"
13 დეკემბერს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში პროფესორი დიმიტრი გეგენავა გამართავს საჯარო ლექციას - „ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობები და სამართალი დავით აღმაშენებლის ეპოქაში". ამით დასრულდება ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ, დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენის ფარგლებში, შემოთავაზებული ლექციათა ციკლი.
ლექციის დაწყებამდე (15:00-დან) დამსწრეებს საშუალება ექნებათ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ბოლოჯერ იხილონ დავით აღმაშენებლის მონეტა.
დასწრება თავისუფალია!
ლექციის ჩატარების დრო: 13 დეკემბერი | 16:00
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის IV სართული, შოთა რუსთაველის გამზ. 3