https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

მაია პატარიძის საჯარო ლექცია „დავით აღმაშენებლის მონეტები"

 05/08/2019

8 აგვისტოს, 16:00 საათზე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება ეროვნული მუზეუმის მეცნიერის, მაია პატარიძის საჯარო ლექცია „დავით აღმაშენებლის მონეტები".

თითქმის ორი საუკუნეა რაც დავით აღმაშენებლის ნუმიზმატიკური მემკვიდრეობა სამეცნიერო წრეების ყურადღებას იმსახურებს. უდიდესი რეფორმატორის ფინანსური და საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლიანი გააზრება სამონეტო საქმის შესწავლის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია, გარდა ამისა, დღეისთვის ამ სახელოვან მეფესთან უშუალოდ დაკავშირებული არტეფაქტები არცთუ ისე მრავლად არის შემორჩენილი. ამ ფონზე, დავით აღმაშენებლის მონეტების როლი უმნიშვნელოვანესია, როგორ ქართული ნუმიზმატიკის, ასევე ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვისაც.

სვანეთის რეგიონში დავით აღმაშენებლის მონეტებისადმი ინტერესი განსაკუთრებულია, ვინაიდან ამ კუთხემ მეცნიერებას სახელოვანი მეფის სამი მონეტა შემოუნახა. ლექციაზე საუბარი იქნება დღეისათვის ცნობილ დავითის ყველა მონეტაზე, მათ შორის „სვანურ" ეგზემპლარებზე, და ასევე, ერთ, ჯერ კიდევ უცნობ ეგზემპლარზე საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა N7 

https://www.traditionrolex.com/9