https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

მუზეუმის ფესტივალი ◆ რეზო თაბუკაშვილის ფილმების ჩვენება

 16/05/2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 16, 17 და 24 მაისს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიმართება რეზო თაბუკაშვილის ფილმების „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის" და „მიხეილ ხერგიანის" ჩვენება.

რეზო თაბუკაშვილი - დიდი ქართველი მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, რეჟისორი და სცენარისტი ფილმში „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი" ასახავს ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობას, რომლის თავდაუზოგავმა შრომამ შეუნარჩუნა საქართველოს მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობა.

1981 წელს გადაღებულ ფილმში „მიხეილ ხერგიანი" ასახულია „კლდის ვეფხვად" წოდებული გამოჩენილი მთამსვლელის, მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის ოსტატის, მთების უშიშარი დამპყრობლის მიხეილ ხერგიანის ცხოვრება და მოღვაწეობა. ლეგენდარული მთამსვლელი 1969 წელს, 37 წლის ასაკში იტალიის ალპებში ტრაგიკულად დაიღუპა.

ფილმის ჩვენებები: 16, 17, 24 მაისი

ადგილი: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის აუდიტორია / მესტია, ა. იოსელიანის ქ.7 

 

 

https://www.traditionrolex.com/9