https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

საახალწლო წვეულება ეთნოგრაფიულ მუზეუმში!

 25/12/2017

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბავშვებთან ერთად, გიწვევთ საახალწლო წვეულებაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ.

თოვლის პაპასთან ერთად, ბავშვებს უმასპინძლებენ ოჩოპინტრე, ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟები და  ოჩოფეხებზე შემდგარი აკრობატი. მოეწყობა ძველი ქართული თამაშობები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა სახალისო აქტივობები, რომლებშიც  ბავშვები თავად მიიღებენ მონაწილეობას.

ფოლკლორული ანსამბლი "ერქვანი" შეასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს. ღონისძიებას დაასრულებს ქართული ცეკვის ანსამბლ "ეგრისის" კონცერტი მუზეუმის ამფითეატრში.

წვეულება გაიმართება: 29, 30 დეკემბერს 13:00-დან 15:00 საათამდე.

მისამართი: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის ასახვევი 1.

ღონისძიებაზე დასწრება შედის მუზეუმის ბილეთის საფასურში:
მოზრდილი: 3 ლარი
სტუდენტი: 1 ლარი
სკოლის მოსწავლე: 0,5 ლარი
პენსიონერი: 0,5 ლარი
6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უბილეთოდ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

https://www.traditionrolex.com/9