https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

განახლებული დმანისი

 25/09/2009

2009 წლის 26 სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ განახლებულ დმანისის საველე-არქეოლოგიური მუზეუმში.

დმანისის მუზეუმი საქართველოში პირველია, რომელიც უშუალოდ გათხრების ტერიტორიაზე ამოწყობილი. მუზეუმის არქიტექტურა მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ფენების დაცვას, მეცნიერთათვის თანამედროვე სამუშაო პირობების შექმნასა და საზოგადოების ინფორმირებას ითვალისწინებს. პროექტის ავტორია ცნობილი ფრანგი არქიტექტორი ჟან-ფრანსუა მილუ.

დმანისი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომლის მეცნიერული შესწავლაც მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან მიმდინარეობს.

ზუსტად 18 წლის წინ 1991 წლის 24 სექტემბერს დმანისში აღმოჩნდა ჰომინიდის ნაშთი, რომელმაც მსოფლიო სამეცნიერო წრეებში გადატრიალება მოახდინა. ამ დროიდან დმანისის მეცნიერულ კვლევაში ახალი ეტაპი დაიწყო. დღეს ეს ძეგლი საერთაშორისო წრეებისათვის კარგად ცნობილია, როგორც 1,8 წლის წინანდელი ჰომინიდებისა და ცხოველების განამარხებული ნაშთების სიუხვით გამორჩეული ადგილი.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში დმანისში ჰომინიდების 5 თავის ქალა და 4 ქვედა ყბაა აღმოჩენილი. მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდების ამდენი ნაშთი ერთ შრეში არ აღმოჩენილა. დმანისის ძეგლის კვლევების შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია და სრულიად შეცვალა მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ.

მუზეუმი არქეოლოგიური გათხრების უბანზეა გამართული, სადაც ერთდროულად სამივე ეპოქა: ქვის, ბრინჯაოს ხანისა და შუა საუკუნეების კულტურული ფენები თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი და ერთიმეორესთან მონაცვლეობს. მუზეუმში დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს დმანისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები, მათ შორისაა პირველი ევროპელების - მზიასა და ზეზვას რეკონსტრუირებული მულაჟები.

დმანისის პროექტი ეროვნული მუზეუმის და BP ხანგრძლივი პარტნიორობის შედეგია, რომელიც საუკეთესო მაგალითია კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლობისა.

27 სექტემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს სპეციალურ საგანმანათლებლო ტურს, რომელიც გულისხმობს არქეოლოგიური გათხრების სივრცის, აღმოჩენებისა და ვიზუალური მასალის გაცნობას არქეოლოგების თანხლებით.

სამუშაო საათები:
ყოველ დღე, 11:00-17:00
ორშაბათის გარდა
ბილეთის ფასი:
ზრდასრულები-3 ლარი
სტუდენტები-1 ლარი
სკოლის მოსწავლეები-0.50 ლარი
გიდის მომსახურების ღირებულება-10 ლარი
შესვლა უფასოა:
ბავშვებისათვის 6 წლამდე
მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის
უნარშეზღუდულ პირთათვის
საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომელთათვის (მოწმობისწარდგენით)დამთვალიერებელთა რაოდენობა ჯგუფში-მაქსიმუმ 15 პირი
მისამართი:
დმანისის მუნიციპალიტეტი
სოფელი პატარა დმანისი
საკონტაქტო:
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
საგანმანათლებლო ცენტრი
რუსთაველის გამზ. 37
ტელ: 995 32 931652

info@museum.ge
www.museum.ge
www.dmanisi.ge

 

https://www.traditionrolex.com/9