https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

საჯარო ლექცია - ,,ინდოსტანის სინამდვილიდან ქართულ წარმოსახვამდე"

 03/02/2015

2015 წლის 3 თებერვალს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ პროფესორ ივანე მენთეშაშვილის ლექციას სახელწოდებით: ,,ინდოსტანის სინამდვილიდან ქართულ წარმოსახვამდე".

ლექციაზე ფიროსმანის აქამდე უცნობი ტილოს ,,ნადირობა ინდოეთში" მიხედვით, განხილული იქნება დიდ მტაცებლებზე ნადირობის ისტორია, რომელსაც დასაბამი მიეცა მონღოლთა დიდ იმპერიაში და რომელიც ძალზე პოპულარული იყო ინდოეთში დიდი ბრიტანეთის ბატონობის დროსაც. პროფესორი ისაუბრებს ამ მოვლენის საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ასპექტებზე.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ.გუდიაშვილის ქუჩა 1.

https://www.traditionrolex.com/9