https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

დმანისის საზაფხულო სკოლის პრეზენტაცია

 04/09/2013

2013 წლის 4 სექტემბერს 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე გიწვევთ „დმანისის საზაფხულო სკოლის" პრეზენტაციაზე.

აღნიშნულ პროექტს საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე მეორე წელია, რაც შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. წელს, ,,დმანისის საზაფხულო სკოლა" 26 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს.

ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიცაზია, ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობის დამყარება. პროექტში მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და მეცნიერები. საგანმანათლებლო პროექტი ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ისე _ პრაქტიკულ სწავლებას საქართველოს ისტორიში, ხელოვნებათმცოდნეობაში, არქეოლოგიაში, ეთნოლოგიასა და ნუმიზმატიკაში. საზაფხული სკოლა ასევე მოიცავს ვორკშოპებსა და შემეცნებითი ტურებს საქართველოს მუზეუმებსა და ისტორიულ ძეგლებზე. გათვალისწინებულია სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმების ჩვენება და დისკუსიები. საზაფხულო სკოლის დასკვნით საფეხურზე  მონაწილეები მინიპროექტების პრეზენტაციებს წარმოადგენენ.

დმანისის საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამით დაინტერესებულ პირთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: პროექტი მსოფლიოში ცნობილ დმანისის არქეოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე მიმდინარეობს, საზაფხულო სკოლაში თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას უძღვებიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გამოცდილი სპეციალისტები, ქართველ მეცნიერთა დახმარებითა და უშუალო ხელმძღვანელობით საზაფხულო სკოლის მსმენელებს საშუალება ეძლევათ ეზიარონ ქართველოლოგიურ მეცნიერებათა მეთოდებსა და უახლეს მიღწევებს.

პროექტი ხელს უწყობს მონაწილეთა სასწავლო და შემოქმედებით ურთიერთობას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, საქართველოს მუზეუმებში დაცული მატერიალური კულტურის წარმოჩენასა და საქართველოში კულტურული ტურიზმის განვითარებას.

სკოლის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

https://www.traditionrolex.com/9