Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ბათუმში

 15/02/2012

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აჭარის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენას.
ექსპოზიციაზე, სახელწოდებით "შეხვედრა ფიროსმანთან", წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ნიკო ფიროსმანის 15 ნამუშევარი.
გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერია სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი".
ორგანიზატორები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აჭარის კულტურის სამინისტრო და აჭარის ხელოვნების მუზეუმი.