Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ბაუჰაუზის ფოტოგრაფია თბილისის ისტორიის მუზეუმში

 15/02/2012

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2 ოქტომბერს თბილისის ისტორიის მუზეუმში ბაუჰაუზის ფოტოგრაფიის გამოფენა გაიხსნა. ორგანიზატორები საქართველოს ეროვნული მუზეუმი, უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი (IFA) და გოეთეს ინსტიტუტი გახლდათ. 

IFA-ს კურატორმა ვულფ ჰერცოგენრატმა  ქარვასლაში ორმოცზე მეტი ფოტოგრაფის 124 ნამუშევარს მოუყარა თავი. პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის არქიტექტორ ვალტერ გროპიუსის მიერ ვაიმარში დაფუძნებული ბაუჰაუზი გერმანიაში ავანგარდული ხელოვნების აკადემიურ ცენტრად იქცა. სასწავლებელში ერთმანეთს ორგანულად ერწყმოდა ხელოვნება, ხელობა და გამოყენებითი, ინდუსტრიული დიზაინი.

ბაუჰაუზი გერმანული ხელოვნების განვითარების ცალკე, განყენებული ეპოქაა. ბაუჰაუზის წყალობით ფოტოგრაფია საკმაოდ მოდურ გატაცებად იქცა და ჟურნალისტიკაშიც დაიწყო მისი გამოყენება.

პროექტის ფარგლებში 18 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში IFA-ს ფოტოგრაფის ანდრეას როსტის ლექცია მოეწყო, რომელიც ბაუჰაუზის ოთხი წარმომადგენლის შემოქმედებას მიეძღვნა.