-
- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
"უხილავი საქართველო" - ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტოს ფოტოგამოფენა

02/11/2020
თბილისის ისტორიის მუზეუმი 10 ნოემბრიდან წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ხელოვანის, ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტოს ნამუშევრების გამოფენას "უხილავი საქართველო".
ფოტოპროექტი "უხილავი საქართველო" ავტორის პირველი მასშტაბური საავტორო გამოფენაა. მის ფოტონამუშევრებში ასახულია თბილისის ცენტრალურ ბაზრობებზე მომუშავე ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება, მათი ემოციები და ის გარემო, რომელშიც მუშაობენ.
ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტო სკოლის მოსწავლეა. დაიბადა იტალიაში, დედით ქართველი ხოლო მამით იტალიელია. ფოტოგრაფიით 2018 წლიდან დაინტერესდა და პროფესიულ დონეზე შეისწავლის. 2020 წელს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრის (ICP) #ICPconcerned-ის ფოტოგამოფენაზე, ნიუ-იორკში.
გამოფენის ხანგრძლივობა: 10-17.11.2020
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.
რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის.