Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ევროპული ავანგარდის გამოფენა ლონდონში

 21/03/2012

8 ნოემბერს ლონდონში, ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ევროპული ავანგარდის გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით "Breaking the Rules".გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი მხატვრების ნიკო ფიროსმანიშვილისა და ირაკლი გამრეკელის ნამუშევრებიც.

ავანგარდი ტრადიციულად პარიზსა და ბერლინს უკავშირდება. აღნიშნული გამოფენა კი ამ მიმდინარეობის გამოძახილს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ძალზედ საინტერესოდ წარმოაჩენს: ლონდონი, ბრიუსელი, მიუნხენი, ვაიმარი, ციურიხი, ვენა, ფლორენცია, მილანი, რომი, ბარსელონა, მადრიდი, კოპენჰაგენი, ვარშავა, კრაკოვი, პრაღა, სანკტ პეტერბურგი, მოსკოვი, თბილისი, კიევი, ხარკოვი, ოდესა, ვიტებსკი, ბელგრადი, ბუქარესტი და ბუდაპეშტი.XX საუკუნის დასაწყისი აღსანიშნავი იყო ექსპერიმენტული, არასტანდარტული მიდგომებით ხელოვნებისადმი. ავანგარდმა უდიდესი გავლენა იქონია დასავლური კულტურის განვითარებაში.ევროპული ავანგარდის გამოფენა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში 2008 წლის 30 მარტამდე გასტანა.